უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

  • ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა-საუბნო გზებს. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხებში წყლის დონის ადიდება გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრებთან ერთად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან.

მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.

შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კომისია.

მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 599 64 70 50.