საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 926 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი...

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

ვაქცინაციაზე მოქალაქეებს რეგისტრაცია ცხელი ხაზით-15 22 შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

ვაქცინაციის ინფორმაციასთან დაკავშირებით დარეკეთ ცხელ ხაზზე -15 22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.