აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ჯვარში, აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობასთან ერთად, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.

შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაზე საქართველოში, ასევე ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასა და მის მნიშვნელობაზე. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების...

გაიმართება რბოლა “დრაგ სერიებში“

რუსთავში, საერთაშორისო აეროდრომზე გაიმართება რბოლა "დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული მრბოლელები. წალენჯიხის სახელით იასპარეზებს A – კლასის კატეგორიაში მრბოლელი, ვახტანგ მიქავა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრი გაუწევს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას...

მერია: გრანელის შემოქმედების განვრცობაზე მუშაობა გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერენტი გრანელის შემოქმედების განვრცობაზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. მოხდა ტერენტისეული ნახატების ლითონში გადატანა, რომელიც არაერთ ნახატს მოიცავს. ნამუშევრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვალსაჩინო ადგილებზე განთავსდება. ტერენტი გრანელის სახელობის პარკის შესასვლელთან სამი სახის მონუმენტი განთავსდა-თბილისი, მერანი და ტერენტი გრანელის მამა სამსონ კვირკველია.

წალენჯიხაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დღეს, წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს 100-მდე ხელნაკეთი ნივთი, რომელიც გამოიფინა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. გამოფენა-გაყიდვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება USAID-ის...

ახალგაზრდა მეგრელი მეღვინის გზა ადესადან-ოჯალეშამდე

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გელა გვასალია "ღვინის კლუბის“ წევრებმა 6-7 წლის წინ გაიცნეს. შემდეგ გელა სამეგრელოს, კერძოდ მშობლიურ წალენჯიხას დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. გელა პროექტ „ღვინის სოფელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და არ ტოვებს არც ერთ ლექცია-სემინარს, რომელსაც „ღვინის კლუბის“ ექსპერტები სამეგრელოში ატარებენ. ჩვენი საუბარი „ღვინის სოფლის“ პარტნიორი მარნის, „ტალერის ვენახების“...

დურგალ ქალებს “დათო ბაბუას სახელოსნომ” უმასპინძლა

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში”. “ზუგდიდელებთან” საუბრობს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის” პროექტი ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში” რეგიონალური კოორდინატორი მაკო ჭკადუა: “პროექტის ფარგლებში, 15 გოგონა ზუგდიდში ეუფლება სხვადასხვა ხელსაქმის ტექნიკას: ქარგვა, პოლიმერიული თიხა...

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა, 2009 წელს განხორციელდა მისი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია. მუზეუმში დაცულია პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალა, ტერენტი გრანელის (1897-1934 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები.