წალენჯიხაში პრობლემურ შიდა საუბნო გზებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მახარიას, საანთიოს, სამუშიების, ბერიშვილების, საფიფიოს, დიდაქირსეს, ქობალიებისა და საანთიოს პრობლემურ შიდა საუბნო გზებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები ყველა პრობლემურ საუბნო გზაზე ჩატარდება.

მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...

ჯვარში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეხვედრა გაიმართა

დღეს, ჯვარში, გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". შეხვედრის მოდერატორი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული. მან კანონის არსზე ისაუბრა და განიხილა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საქმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ჯვარში, აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯვარელი, ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალიკა ცაავას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მეგობრებმა,ოჯახის წევრებმა. ალიკა ცაავა, 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კომანდოს ბატალიონის წევრი გახლდათ.

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეების წარმატება

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ინიციატივით, 11-14 აპრილს ქ. ქუთაისში ჩატარდა "იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეებმა. ლიზი ბობოხიამ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (59კგ.წ კატეგორიაში). დათო ბელქანიამ მესამე ადგილი დაიკავა (58 კგ.წ. კატეგორიაში).

წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა

წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა. ჩოგბურთის კორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი. მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. კორტზე განთავსებულია ტრიბუნები მაყურებელთათვის და ღამის განათება. ფოტო: წალენჯიხის მერია

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს, არასამეწარმეო იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.

სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობასთან ერთად, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.