წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა

წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა. ჩოგბურთის კორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი. მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. კორტზე განთავსებულია ტრიბუნები მაყურებელთათვის და ღამის განათება. ფოტო: წალენჯიხის მერია

წალენჯიხაში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინება და მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტში.

წალენჯიხელი სპორტსმენების წარმატება

ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კიკბოქსინგის წრის ნორჩმა სპორტსმენებმა ქალაქ ქობულეთში, რეგიონლურ ტურნირში "ზღვის თასი" მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნიკუშა აქუბარდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, გიგი ჭანტურია კი მეორე ადგილზე გავიდა.

წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დააჯილდოვა და მათ ღვაწლზე ისაუბრა ასევე, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა. წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზაურ გვასალია, ზურაბ მიქავა, იზოლდა ფიფია და გურამ შელია. ზურაბ მიქავა-მის სახელს უკავშირდება ძნელბედობის ჟამს ქალაქ წალენჯიხაში ჭადრაკის სახლის გახსნა....

წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის ანალოგი გაიხსნება

წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საერთაშორისო კამპუსის წარდგენა-პრეზენტაცია შედგა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სკოლა VI -XXII კლასელთათვისაა განკუთვნილი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წალენჯიხელი და უცხოელი მოზარდები ისწავლიან. სკოლა 504 მოსწავლეზეა გათვლილი და აქედან 250-მდე მოსწავლეს შეეძლება საუნივერსიტეტო სასტუმროში გაჩერება. სკოლას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია ხსნის, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი...

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების...

სოციალურად დაუცველი ბავშვები 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ამოქმედდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა. პირველკლასელთა მშობლებს სპეციალურ საბარათე ანგარიშზე დაერიცხებათ თანხა, რომლითაც სკოლის სასადილოებსა და კვების ობიექტებში შეძლებენ აღნიშნული ბარათების გამოყენებას. უწყების ცნობით, ინოვაციური პროექტი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მოიცავს 33 საჯარო სკოლის 300-პირველკლასელის...

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

გამოქვეყნდა მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...