- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქ. ჯვარში ჩატარდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენცია, ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
აქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური სამსახურის დირექტორი ანზორ ქობალია, მთავარი სპეციალისტი თამარ აბსანძე, ნიქოზის სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, თანამშრომლებთან და ჯვარის საოჯახო კლინიკის დირექტორი ასევე თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციას წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს

