წალენჯიხის კოვიდკლინიკაში 17 პაციენტი მკურნალობს

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 315 შემთხვევა გამოვლინდა. წალენჯიხის "ევექსის" კლინიკაში 17 პაციენტი მკურნალობს.

წალენჯიხაში სტიქიამ ირაკლი ქობალიას სახლი დააზიანა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ ადგილობრივი მოსახლის, ირაკლი ქობალიას საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა. ქარს თან ერთოდა ძლიერი წვიმა. ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე შონია. სახლის გადახურვა მოხდა დროებითი გადასახური მასალით. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები....

არამხუტუს და დევის შერკინება

ლეგენდა “ქუაქანცალია” “ქუაქანცალია”  სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე, მდინარე ინწრას სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ლოდის სიმაღლე – 1,75 – 1,45 მ, სიგანე – ერთი მხრივ 1,68 და 2,10 მ, მეორე მხრივ – 1,60 მ, წონა კი დაახლოებით 10-12 ტონაა. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგანაც ერთი ყოველთვის ჰაერშია. ეს ქვის უზარმაზარი მასა ერთ-ერთ წიბოზე ხელის...

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ის მაცხოვრის ფერისცვალების სახელს ატარებს. ერთ-ერთი ვერსიით, თავ­და­პირ­ვე­ლად იქ, სადაც ახლა ტაძარია, ადრე იყო ცი­ხე­სი­მაგ­რე და შემ­დეგ აიგო ტა­ძა­რი, რო­მელ­საც ახა­ლი გა­ლა­ვა­ნი შე­მო­ევ­ლო და მას­ში­ვე ჩა­შენ­და სამ­რეკ­ლო. წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძარს ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­გე­ბო­ბად მი­იჩ­ნევ­და, მა­რი ბრო­სე კი XIV...