ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების მიერ უკანონოდ იყო მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ჩატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის...