მუჟავას თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა მუჟავას საჯარო სკოლის ეზოში, რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა...

დურგალ ქალებს “დათო ბაბუას სახელოსნომ” უმასპინძლა

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში”. “ზუგდიდელებთან” საუბრობს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის” პროექტი ,,კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალების ხელშეწყობა მეწარმეობასა და მშვიდობის მშენებლობაში” რეგიონალური კოორდინატორი მაკო ჭკადუა: “პროექტის ფარგლებში, 15 გოგონა ზუგდიდში ეუფლება სხვადასხვა ხელსაქმის ტექნიკას: ქარგვა, პოლიმერიული თიხა...

შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში 120-მდე პროექტი განხორციელდება. სოფელში გამართულ...