შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში 120-მდე პროექტი განხორციელდება. სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მთავარ მოსაგავრებელ პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების, შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები დაასახელეს. მოქალაქეების მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განცორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *