22 ოქტომბერს წალენჯიხა შემოდგომის დღესასწაულს აღნიშნავს – იხილეთ ღონისძიებების პროგრამა

22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღესასწაულს მასპინძლობს.

იხილეთ ღონისძიების განრიგი:

  • 11:00 საათზე – ტერენტი გრანელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
  • 11:20 საათზე – გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართება ღონისძიება ტერენტი გრანელზე, რომელიც საქსაფონისა და ვიოლინოს თანხლებით წარიმართება;
  • 12:30 საათზე – ბორის დავითაიას მოხსენება ლევან დადიანზე;
  • 13:00 საათზე – მოძრაობის თეატრის მსვლელობა გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე;
  • 13:30 საათზე – გუგე ცანავას სახელობის პარკში სხვადასხვა სპორტული აქტივობა დაიწყება;
  • 14:00 საათზე – კონცერტი ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით;
  • 14:00 საათიდან -ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული ერთეულები შემოდგომის დღესასწაულს წარმოადგენენ, ასევე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • 17:30 საათზე – საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვება;
  • 18:00 საათზე – შემაჯამებელ კონცერტს ბენდი „ურსა“ გამართავს;
  • 19:20 საათზე – საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.