წალნეჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიდებული ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ოჯახს ზიანი მიაყენა. წალნეჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ქალაქ ჯვარის რამდენიმე კორპუსის სარდაფი აივსო წყლით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი...

წალენჯიხაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "სითი გაზი" ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მედანის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მერიის ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.