საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

14 აგვისტოდან სამკვირიანი პანდემიაშეზღუდვები იწყება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

რიკოთის უღელტეხილზე სამი დღე მოძრაობა შეიზღუდება

9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს,...