რიკოთის უღელტეხილზე სამი დღე მოძრაობა შეიზღუდება

  • 9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად, ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება.”…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *