წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხობელიას ქუჩის პირველ და მეორე მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

