25 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება. ღონისძიება ადგილობრივ მეწარმეებს გააერთიანებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებს და სრულად წარმოაჩენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესპოტენციალს. დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა უკვე აქვთ. დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ ბმულზე — https://events.gedc.ge/

