გაიმართება რბოლა “დრაგ სერიებში“

  • რუსთავში, საერთაშორისო აეროდრომზე გაიმართება რბოლა “დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული მრბოლელები.

წალენჯიხის სახელით იასპარეზებს A – კლასის კატეგორიაში მრბოლელი, ვახტანგ მიქავა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრი გაუწევს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორს გელა თოლორაიას შეხვდა და გააცნო ინფორმაცია ჩემპიონატის შესახებ.

მერმა, ახალგაზრდა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა წალენჯიხის სახელით სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა.