დღეს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება - „გრანელობა“ გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დეკანოზმა ილია სარიამ ტერენტი გრანელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია...

