წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ აღინიშნა

წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კუთხეები, ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ნიმუშების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ოფიციალურ...