წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

  • წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

“ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში