3 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი აღდგენილია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. უწყების ცნობით, მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში...