- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მერის მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი ზარქუასთან, მარტვილის,აბაშის,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატთან ილია ინჯიასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ძეგლი თაიგულებით შეამკო.
ღონისძიების ფარგლებში ასევე სემინარი გაიმართა წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში,სადაც ისაუბრეს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე.
გუგე ცანავას სახელობის პარკში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ასევე, მოეწყო ხელთნაკეთი ნივთების, ნახატებისა და ყვავილების გამოფენა, მეწარმე- ფერმერთა ნაწარმისა და კოლეჯ “ლაკადა”-ს მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ქალაქის ცენტრში მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, 17:10 საათიდან 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დროის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
17:20 საათზე ფლეშმობი გაიმართება.
17:30 საათზე კონცერტი ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება,რომელიც 20:30 საათზე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდება.

