წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • წალენჯიხაში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებითი სახურავით დაზარალებული ოჯახები წალენჯიხის მერიამ უზრუნველყო.

შემთხვევის ადგილზე წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. მისი განმარტებით, ძლიერი ქარისგან დაზიანებული ოჯახებს ხელისუფლება დაეხმარება და მათი სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა მოხდება. რეგიონში, უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიით მომარაგების კუთხითაც, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, კეთილმოწყობის სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის სავალ ნაწილებზე შექმნილი შეფერხება დროულად მოგვარდა.

დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა და წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, რამდენიმე სახლის სახურავი კი ნაწილობრივ დააზიანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *