წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გია ხარჩილავას წარმატებას უსურვებს

  • წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას – ვიმედოვნებ, მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და მანდატს წალენჯიხას მოახმარს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წალენჯიხაში გოგა გულორდავა არჩევნების მეორე ტურში კონკურენტის გამარჯვებას.

“მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა. წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, – წერს გოგა გულორდავა ფეისბუქის გვერდზე.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც არჩევნებში ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *