- 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ასევე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ნახატების გამოფენა მოეწყო

