26 მაისის ღონისძიებების პროგრამა წალენჯიხაში

  • 26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

09:00 საათი – ქალაქ წალენჯიხის, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

11:30 საათი – ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვირგვინით შემკობა;

12:00 საათი – წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა – თვალთვაძეების (პედაგოგ ფეოდოს თვალთვაძის) საგვარეულო ბიბლიოთეკის გადაცემა წალენჯიხის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის.

12:20 საათი – წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა – სემინარი თემაზე – 26 მაისი;

14:30 – 16:00 საათი – გუგე ცანავას სახელობის პარკი – მუსიკალური და სპორტული აქტივობები. პარკში მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენები, მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა;

17:10 საათი – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

17:20 საათი – ფლეშმობი

17:30 საათი – კონცერტი – ადგილობრივი შემსრულებლებისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით:

20:30 საათი – ფოიერვერკი.