გია ხარჩილავა-მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ბრიფინგი გამართა კუთვნილი ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით და ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

 გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი.

“დადგინდა, რომ ეს გახლავთ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, თუ როგორ მოხდა ეს ხანძარი. ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი. მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერებია, თუმცა პოლიციას ამ საქმეზე ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს“, – განაცხადა გია ხარჩილავამ.

ინფორმაციისთვის: ალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანა 12 ოქტომბერს დაიწვა.