წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ

  • წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დააჯილდოვა და მათ ღვაწლზე ისაუბრა ასევე, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა.

წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზაურ გვასალია, ზურაბ მიქავა, იზოლდა ფიფია და გურამ შელია.

ზურაბ მიქავა-მის სახელს უკავშირდება ძნელბედობის ჟამს ქალაქ წალენჯიხაში ჭადრაკის სახლის გახსნა. მან აღზარდა არაერთი გამოჩენილი მოჭადრაკე, რომლებიც გახლავთ,წალენჯიხელი კონსტანტინე შანავა და გიორგი სიბაშვილი.

ზურაბ მიქავა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას წალენჯიხაში. 1977-82 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯული. 1976-82 წლებში კულტურის მუშაკთა პროფრაიკომის თავმჯდომარე. 1978-80 წლებში წალენჯიხის ახალგაზრდა ენთუზიაზტთა კლუბის პრეზიდენტი. 1984-91 წლებში გახლდათ საქკპ. წალენჯიხის რაიკომის ინსტრუქტორი, საერთო განყოფილების გამგე, 1981-84 წლებში საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების და საზოგადოება „ცოდნის“პასუხისმგებელი პირი.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში.

ზაურ გვასალია-1978-2013 წლებში მუშაობდა წალენჯიხაში მთავარ ექიმად, პროფესიით უროლოგი. ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წალენჯიხის საავადმყოფოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მთელი მუშაობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. წლების მანძილზე გახლდათ მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარე,პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 17 წლის მანძილზე იყო უზენაესი სასამართლოს სახალხო მსაჯული.რაიონული საბჭოს აღმასკომის წევრი, პრეფექტორის და რაიონის გამგეობის წევრი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია „შრომის წითელი დროშის“, “ღირსების“ ორდენებით, საკავშირო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დაჯილდოვდა “ჯანდაცვის წარჩინებული სამკერდე ნიშნით“, ასევე “სამოქალაქო თავდაცვის“ სამკერდე ნიშნით. გამოცხადებული აქვს მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაჯილდოებულია მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის „საპატიო სიგელით“,ასევე დაჯილდოებულია მედლით“შრომის ვეტერანი“.

იზოლდა ფიფია-მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ფოლკლორს, არაერთხელ ასახელა საქართველო ქვეყნის გარეთ და შიგნით, რის გამოც, ის 2002 წელს გახდა საფრანგეთის ქალაქ დომრენის „საპატიო მოქალაქე“.მას ასევე მიღებული აქვს საპატიო სიგელები უკრაინიდან,საბერძნეთიდან და სხვა ქალაქებიდან.

გურამ შელია-1973 წლიდან თამაშობდა ფეხბურთს წალენჯიხის „სქურის“ ფეხბურთელთა გუნდში. 1988 წლიდან კი მუშაობდა წალენჯიხის „სქურის“ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელად. მას დიდი წვლილი მიუძღვის წალენჯიხის „სქურის“ ჩამოყალიბებაში. 1993 წელს დაინიშნა წალენჯიხის ბავშვთა სპორტსკოლის დირექტორა, სადაც 2006 წლამდე მუშაობდა. 1999 წელს დააჯილდოვეს და მიანიჭეს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საპატიო მოქალაქეები მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და მადლობა გადაუხადეს წალენჯიხის ხელმძღვნანელობას მათი ღვაწლის დაფასებისთვის.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.