წალენჯიხის მერია ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს:

“გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, მდინარე ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარე ენგურის კალაპოტში. ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.