მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო.

მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება.

“მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოთხოვნას საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი.

დროა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. 25 მარტს, ორშაბათს მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყება, აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში გაიმართება, 16:30 საათზე კი ვიკრიბებით საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”. – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.