ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

  • რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯვარელი, ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალიკა ცაავას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მეგობრებმა,ოჯახის წევრებმა.

ალიკა ცაავა, 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კომანდოს ბატალიონის წევრი გახლდათ.