აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოთხი ადმინისტრაციულ ერთეული, თერმული ნისლით დაამუშა

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოთხი ადმინისტრაციულ ერთეული, თერმული ნისლით დაამუშავეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჭალეს, ნაკიფუს, ჯგალის და მედანის ადმინიტრაციულ ერთეულში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 720 ჰა ტერიტორია დამუშავდა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. წამლობის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფუტკრის დაცვის მიზნით, თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება, მეფუტკრე ფერმერებთან შეთანხმებით, ღამის საათებში ხორციელდება.

“სურსათის ეროვნული სააგენტო, კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ფართობებში დროულად განახორციელონ აგრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა მიმდინარე წელსაც ხარისხიანი და უხვი მოსავალი მივიღოთ.”-ნათქვამია ინფორმაციაში.