წალენჯიხის მერის ავტომობილი დაწვეს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა.

მისივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.