წალენჯიხის მერია-მიმდინარეობს მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგებს მუჟავაშიც ებრძვიან. მეწყერისაგან დაზიანებული ტერიტორიები შლამისაგან და ნაშალი ქანისაგან იწმინდება.

უწყების ცნობით, სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.

დაიწყო მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები.