წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 6 მ3-მდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *