წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციები და შეხვედრები ზღვაიას, ზედა მაზანდარას, ქვედა მაზანდარას,ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები-ქალაქ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, ფრაქცია”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე მაია მიქავა, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ჭანია, მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავა და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს.

ზღვაიას ტერიტორიაზე-მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად დასასვენებელი სკვერის კეთილმოწყობა დაასახელა.

ზედა მაზანდარას ტერიტორიაზე-უბილავას ქუჩაზე გარეგანათებების მოწყობა დასახელდა. ქვედა მაზანდარას ტერიტორიაზე-მოსახლეობამ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიიჩნია.

ლუღერა-სამცაცხვის ტერიტორიაზე-საფეხბურთო მინი-მოედნის მოწყობა დასახელდა.

ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ კი მთავარ პრიორიტეტად სააბულაძოს უბანში ხიდ-ბოგირისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა ისურვა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში -644 000 ლარი დაიხარჯება.

მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *