საოკუპაციო ხაზთან სოფელ ფახულანში ვაქცინაციისა და ტესტირების ახალი ცენტრი მოეწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა, ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტში, ტესტირებასთან ერთად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაცაა შესაძლებელი.

ცენტრის მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან ვაქცინაციზაციისა და ტესტირების პუნქტის განთავსება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *