მერია-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება

  • აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მერის წარმომადგენლებს გააცნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა და წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ კალანდიამ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. წინა წლების მსგავსად, პირველ ეტაპზე განხორციელდება მავნებლის მონიტორინგი;

გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსდება სპეციალური სადგურები (ფერომონები) და საჭიროებისამებრ ჩატარდება წამლობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.