ლიაში, ნინო ქოქოსაძის სახლს ხანძარი გაუჩნდა

  • ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო ქოქოსაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამწვარია 1 ოთახი, ხანძარი ლიკვიდირებულია.

“ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულს დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში გაუწევს.”-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.