ვლადიმერ შანავას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • 13 მაისს, ავღანეთის ომში დაიღუპულ წალენჯიხელ ვლადიმერ შანავას ხსსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი თაიგულებით შეამკეს

ვლადიმერ შანავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა, მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

ვლადიმერ შანავა ჰელმანდის პროვინციის 42-ე ბაზაზე განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა.

ფოტო: წალენჯიხის მერია