გია ხარჩილავა ამბობს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს

  • წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს.

„03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი იკითხება. ადამიანის ჩარევით მოხდა ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანქანა იყო 100%-ით გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ…”-განაცხადა გია ხარჩილავამ.