ჯვარში ამბულატორია გაიხსნა

  • ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და თანამედროვე აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ჯამში დაახლოებით 5 000 მოქალაქეს გაუწევს.

ქალაქ ჯვართან ერთად, ამბულატორია სოფელ ოჭანესა და სოფელ ნაკას მცხოვრებლებსაც მოემსახურება, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გაზრდის.