- მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ჟამისწირვა ლიის დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღავლინა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, მსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მიულოცა ტაძრის კურთხევის 10 წლის იუბილე.

