- საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინჰფორმაციით, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ცნობით,. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
“აღნიშნული გზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს.
ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს და განიხილავს კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნაკლების ჩვენება

