- ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა, ილია ინჯია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია.
120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის შენობის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზად იქნება.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

