დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოც აქტიურად შეუერთდა.

საკრებულოს თანამდებობის პირებმა, საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია.

აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურებისა და ა(ი)პ-ების თანამშრომლები.