- საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხაში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა კუდოში ჩატარდა.
შეჯიბრებაში დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ტურნირში წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ტყიბულის და ბათუმის კუდოისტებმა იასპარეზეს.
დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა.
შეჯიბრს გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის დირექტორი დაესწრნენ.
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

