ლიაში უფასო ოფთალმოლოგიური სკრინინგი ჩატარდება

  • 20 აპრილს, 11:00 საათიდან ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამედიცინო ცენტრი აილაინის მიერ უფასო ოფთალმოლოგიური სკრინინგი ჩატარდება.

კვლევაში შედის: ვიზომეტრია, რეფრაქტომეტრია, უკონტაქტო, ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია.

გამოკვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს 18 წლის ასაკიდან. გამოკვლევები ჩატარდება ლიის ადმინისტრაციულ შენობაში.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები კი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.