29 მაისს, წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია იხსნება და ფეხბურთელი დავით ტრეზეგე ეწვევა

  • წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის მოწვევით, 29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა.

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 30 მაისს, წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

“ტრეზეგეს ვიზიტი 31 მაისს თბილისში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის იუვენტუსის ფან-კლუბის წევრებთან შეხვედრა. იმავე დღეს, იუვენტუსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი საქართველოში აკადემიის ფუნქციონირების მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე მედიასთან, პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.