- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორშაბათს, 13 ივლისს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, “ნიქოზის” სკრინინგ ცენტრი ჯვარის საოჯახო კლინიკაში კვლევებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება:
- სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული გამოკვლევა
- 40-დან 70 წლის ჩათვლით მამოგრაფია
- 25-დან 29 წლის ჩათვლით ტარდება ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი)
- 30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი; (საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ანალიზი)
- 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებში პროსტატის ანტიგენზე სკრინინგი,(ვენური სისხლით);
- 50-70 წლის ჩათვლით ნაწლავის კიბოს სკრინინგი,(გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე ორივე სქესისთვის).
- “C” ჰეპატიტზე
- “B” ჰეპატიტზე
- აივ შიდსზე
- მარტივი ანტიგენის ტესტით ტესტირება.
თან უნდა იქონიეთ ️პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გამოკვლევები ჩატარდება დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.
ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე: 591 05 61 05. 591 01 82 36.
მისამართი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. ჯვარი ლემონჯავას ქ.N13

